სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქალაქ ომსკელი მშენებლები ხიდებს ააგებენ. ოსური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მშენებლობა ე.წ. რესპუბლიკის საბრძოლო მოქმედებების შედეგად აღდგენის ფარგლებში მიმდინარეობს.
მშენებლობას ომსკის კომპანია "მოსტოვიკი" აწარმოებს. მათ უნდა გააგონ ორი ხიდი მდ. მეჯუდასა და მდ. ლეხურაზე მდებარე საავტომობილო გზაზე "ბიკარ-ახალგორი". ამჟამად მუშაობა მდ. მეჯუდაზე უკვე დაწყებულია.