“ნაცმოძრაობამ” დღეს კიდევ ერთხელ სცადა ხელისუფლებისგან მიტოვებული ქვეყნის ჩიხში შეყვანა! მხარი-მხარს უთხრეს ერთმანეთს”, – წერს ხიდაშელი Facebook-ში.
პარლამენტთან მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ცუდად გახდნენ. დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც. რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ჯერ ცრემლსადენი გაზის კაფსულები ესროლეს. შემდეგ კი მათ რეზინის ტყვიები ესროლეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
მდგომარეობა პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს.