სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრად ლეონიდ ძიაპშბა დაინიშნა. განცხადება ამის შესახებ თავად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა.
მისივე თქმით, ვინმე რამინ გაბლაია რჩება აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის პირველ მოადგილედ რჩება. ბაღაფშის თქმით, აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროში რეფორმა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ლეონიდ ძიაპშბა ახალ დანიშვნამდე აფხაზეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრის მოადგილე იყო. აფხაზური მხარის ინფორმაციით, იგი ასევე არის აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის "პრეზიდენტი".
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ყოფილი მინისტრი ოთარ ხეცია მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და 18 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს.