ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, მაგრამ ისინი გეი აღლუმს ვერ ჩაატარებენ, - განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, სატანა ვერ იზეიმებს საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანა.
“დღეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობა არის, რომ არ დავუშვათ გეი აღლუმი, რადგანაც საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც გეი აღლუმი არ გამართულა და არც გაიმართება. ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, მაგრამ ისინი გეი აღლუმს ვერ ჩაატარებენ, სატანა ვერ იზეიმებს საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანა”, - განაცხადა ბრეგაძემ.