საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, ჰომოფობიური ჯგუფების უპრეცენტენდოთ მაღალი ძალადობის შემცველი მუქარების ფონზე, - ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის” მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და თავდასხმის გეგმები და, ასევე, დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური, ეფექტური ზომები ძალადობის აქტების შესაჩერებლად.
„18-22 ივნისს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად, თბილისში ჩატარდება ლგბტ პრაიდი, სახალხო მსვლელობა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, ჰომოფობიური ჯგუფების უპრეცენტენდოთ მაღალი ძალადობის შემცველი მუქარების ფონზე.
ჰომოფობიური ჯგუფი მართულია ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც თავის მხრივ მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ეს ჯგუფი თბილისი პრაიდის მსვლელობის შესაჩერებლად ძალადობრივ კონტრ-დემონსტრაციას გეგმავს.
16 ივნისს, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა გამოაცხადა, რომ იგი ახდენს სამოქალაქო დაცვის ჯგუფების ფორმირებას, რომლებიც ხის კომბლებით იქნებიან შეიარაღებულები და თავს დაესხმებიან პრაიდის მშვიდობიან მონაწილეებს. მან ასევე მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატების მიმართ, რომლებიც გეგმავენ პრაიდზე დასწრებას. ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების ინფორმაციით, სამოქალაქო რაზმებში ათეულობით მოხალისე ჩაერთო.
17 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირებების დაფუძნებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა, სამოქალაქო დაცვის ფორმირებებში ჰომოფობი მხარდამჭერების გაერთიანება გრძლედება. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა უთხრეს Amnesty International-ის წარმომადგენლებს, რომ ისინი კვლავაც იღებენ სიცოცხლის მოსპობის მუქარას.
ასევე, 17ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს და განუცხადეს, რომ ისინი ვერ მოახერხებდნენ პრაიდის უსაფრთხოების გარანტიების გაცემას საჯარო სივრცეში. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის წყვეტს სამოქალაქო დაცვის დანაყოფების ფორმირებას, მაგრამ განაახლებს თუ თბილისი პრაიდის მარში გაიმართება.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები უზრუნველყოფენ გამოხატვის თავისუფლებას დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის თავდასხმებისგან დასაცავად.
„Amnesty International“-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის” მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური და ეფექტური ზომები ძალადობის აქტების შესაჩერებლად.
„Amnesty International“-ის მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება „თბილისი პრაიდის“ მსვლელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.