საქართველოს მთავრობა კახური ცხვრის მოშენების გეგმას შეიმუშავებს. შესაბამისი დავალება მთავრობას დღეს, კახეთში გამართულ გასვლისთ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მისცა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კახურ ცხვარზე მოთხოვნილება დიდია.
"სპარსეთის ყურის ქვეყნებში 2000 ცხვარი გავგზავნეთ და მოთხოვნილება ისევ მაღალია", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, კახური ჯიშის ცხვრები ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას სარფიან მოგებას მოუტანს.