ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 66 წლის დაბადების დღე რუსეთის პრეზიდენტან, ვლადიმერ პუტინთან ერთად იზეიმა. ძინპინის განცხადებით პუტინი მისი ახლო მეგობარია. პუტინმა, მეგობარს დაბადების დღეზე ნაყინის ტორტი მიართვა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია წერს.
სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ფოტოები, სადაც სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ცქრიალა ღვინის ჭიქით ჩინეთის ლიდერის დაბადების დღეს აღნიშნავენ. მეგობრები ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში რეგიონალურ სამიტს ესწრებიან.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ნაყინის სანაცვლოდ ძინპინიმ პუტინს ჩინური ჩაი მიართვა. ძინპინიმ რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში უზომოდ პოპულარულია.
სურათებზე, რომლებიც ჩინური ტელევიზიის ვებგვერდმა გაავრცელა ჩანს რომ ორი პრეზიდენტი ყვავილებით მორთულ ნამცხვარს დასცქერის, რომელზეც ჩინურად მინაწერია: „კარგი იღბალი 66“.
ჩინეთში, მაღალი რანგის პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება და დეტალები ყველასთვის გასაიდუმლოებულია. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას ლიდერების დაბადების დღის შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვს.