თურქეთში ახალი ტურისტული ატრაქცია შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ედირნეს სანაპიროზე Airbus A330-ის ჩაძირვა იგეგმებოდა. თვითმფრინავი 14 ივნისს, ეგეოსის ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეში ჩაძირეს.
65-მეტრიანი ხომალდი ეგეოსის ზღვაში, ედირნეს პროვინციაში ზღვის დონიდან 30 მეტრის სიღრმეზე თურქეთის ვიზიტორებს შეხვდება.
პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ეს ადგილი სულ მალე გადაიქცევა მყვინთავების სამოთხედ. მიიჩნევა, რომ ეს არის ყველაზე დიდი თვითმფრინავი, რაც კი მსოფლიოში ჩაძირულა.