საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "დიალოგი ხალხთან" უნდა გაგრძელდეს.
"რეგიონებში გასვლები უნდა გავაგრძელოთ. "დიალოგი ხალხთან" იყო ძალიან სწორი და მთავრობის პრეზენტაციები, რომლებიც რაიონული ცენტრების ქუჩებში ეწყობოდა ეფექტური", - განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც კახეთში გაიმართა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა "ჩატარებული დიალოგისთვის" მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა რეგიონებში გასვლას კამპანიური ხასიათი არ ჰქონდეს.
"ეს არ უნდა იყოს კამპანიური ხასიათის, ეს უნდა იყოს მთავარი ბრენდი მთავრობის. ხალხი უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი ინსტიქტი", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.