არგენტინელი აქტივისტების ოჯახმა, რომელიც 1977 წელს, საიდუმლო სამსახურმა ქვეყნიდან იძულებით გააძევა და შემდეგ მათი კვალი გააქრო, 40 წლის გაუჩინარებული ბავშვი იპოვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ხავიერ დაროუქს მიჟალჩუკი 4 თვის იყო, როდესაც მისი მშობლები ბუენოს-აირესიდან გაუჩინარდნენ. მოგვიანებით ის შვილად აიყვანა ოჯახმა, რომელსაც მისი წარსულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
მიჟალჩუჯმა, რამდენიმე წლის წინ ეჭვი შეიტანა საკუთარ წარმომავლობაში და დახმარებისთვის ადამიანთა უფლებადამცველ ორგანიზაცია „პლაზა მაიოს ბებიებს“ მიმართა.
1976-83 წლებში არგენტინის მილიტარისტული დიქტატურის პირობებში, მისი მშობლები გარდაცვალებად მიიჩნევიან, თუმცა ამ დრომდე მიჟალჩუკის ბიძას მისი ძებნა არ შეუწყვეტია. ორგანიზაციის დახმარებითა და დეენემ ტესტის კვლევებით, მამაკაცმა 40 წლის წინ დაკარგული ოჯახი იპოვა.
რობერტო მიჟალჩუკმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის თავის ძმისშვილს 40 წელია ეძებს.
„იდენტობის დაბრუნება ჩემთვის, ჩემი მშობლებისადმი მათი სულის ხსოვნის პატივისცემაა. ეს არის სიმბოლო მეხსიერების, სიმართლისა და სამართლიანობის. 40 წლის შემდეგ ჩემმა ბიძამ მკითხა, „ხავი ეს შენ ხარ?“, არ მგონია ოდესმე, ჩემს სიცოცხლეში, ვინმე კიდევ შეძლოს ამაზე მეტად ჩემი აღფრთოვანება“, - აღნიშნა დაკარგულმა მამაკაცმა ჟურნალისტებთან საუბარში.