დღეს, 22 სექტემბერს, 11:45 საათზე, სასტუმრო "რედისონში" შემოსავლების სამსახურსის უფროსი გიორგი ცხაკაია და უკრაინის საბაჟო სამსახურის უფროსი იგორ კალეტნიკი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში საბაჟო მომსახურების განვითარებასა და მოდერნიზაციას. უკრაინის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში გაეცნო საქართველოს საბაჟო პროცედურებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლებსაც იყენებენ საბაჟო გამშვებ პუნქტებში.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს უკრაინის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი აჭარაში იმყოფებოდა. აჭარის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის საბაჟო უწყების წარმომადგენელთა შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის სამომავლო საბაჟო ურთიერთობებს შეეხო. საუბარი იყო მოახლოებული ციტრუსის სეზონის შესახებაც. უკრაინული მხარე ციტრუსის საბაზრო ფასითაც დაინტერესდა.