"ემბარგოს შედეგად რუსებმა ღვინის დაწურვა უკეთ გვასწავლეს", - ამის შესახებ დღეს, კახეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
"ამისთვის დიდი მადლობა რუსებს - ღვინის დაწურვის მხრივ აშკარა გაუმჯობესება სახეზეა. ჩვენი ბრენდები იმკვიდრებენ სახელს მსოფლიო ბაზრებზე. რთველის ჩატარება ვისწავლეთ, ახლა ღვინის დაყენება უნდა ვისწავლოთ და ამ მიმართულებითაც საინტერესო პერსპექტივა გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.