Brand Finance-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელშიც მოეცმულია მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბის მიმდინარე ღირებულებები მაისის მდგომარეობით.
Brand finance-ის სტატისტიკით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გუნდი მადრიდის რეალია. კლუბის ღირებულება 1,646 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
მეორე ადგილს, 1,472 მილიარდი დოლარით იკავებს მანჩესტერ იუნატედი, ხოლო მესამეს, ბარსელონა 1,393 მილიარდი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის მონაცემებთან შედარებით, მადრიდის რეალის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რამაც კლუბი რეიტინგში 2 პოზიციით დააწინაურა, ხოლო მანჩესტერ იუნატედის ღირებულება, რომელიც წინა წლის მონაცემებით 1,562 მილიარდს შეადგენდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა, 100-მილიონიანი დანაკარგით 2019 წელს მე-2 ადგილს იკავებს.
მსოფლიოს ტოპ 10 საფეხბურთო კლუბი ღირბულების მიხედვით:
1 მადრიდის რეალი -1,646$ მილიარდი
2 მანჩესტერ იუნაიტედი - 1,472$ მილიარდი
3 ბარსელონა - 1,393$ მილიარდი
4 მიუნხენის ბაიერნი- 1,314$ მილიარდი
5 მანჩესტერ სითი - 1,255$ მილიარდი
6 ლივერპული -1,191$ მილიარდი
7 ჩელსი - 968$ მილიონი
8 პარი სენ-ჟერმენი (პსჟ)- 914$ მილიონი
9 არსენალი - 885$ მილიონი
10 ტოტენჰემი - 758$ მილიონი