ამერიკული ავიაკომპანიები 2010 წელს თავიანთ ფინანსურ მაჩვენებელს იმაზე მეტად გააუმჯობესებენ, ვიდრე პროგნოზირებული იყო. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) განაცხადეს.
ასოციაცია პროგნოზირებს, რომ კომპანიები 8,9 მილიარდ წმინდა მოგებას ნახავენ, რაც სამჯერ აღემატება ივლისის მოლოდინებს. 2009 წელს, IATA -ს მონაცემებით, მსოფლიოს ავიაკომპანიებმა 10 მლრდ. დოლარის წმინდა წაგება ნახეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სექტორის განვითარება ახალი თვითმფრინავებით ზეწოლას მოახდენს ბირჟაზე და 2011 წლისთვის მოგებას 5,3 მლრდ დოლარამდე დასწევს. ყველაზე უფრო დიდი ზრდა აზია-წყნარიოკეანის რეგიონში დაფიქსირდა - 5,2 მლრ დოლარი, ხოლო ევროპაში ავიასექტორი კვლავ წამგებიანია. ამ დროისთვის წმინდა წაგება 1,3 მლრდს. შეადგენს, რაც საპროგნოზო წაგებაზე (2,8 მლრდ.) ბევრად ნაკლებია.