ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ, - განაცხადა რუსთავი 2-თან საუბარში უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ.
„ქართულ ოცნებაში ბუნებრივია განახლება იქნება, ოღონდ ახალი ხალხი ვისაც ჩაანაცვლებს, იმათ რა თქმა უნდა, პერსპექტივით უნდა ჯობდეს კიდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. ვინც არ იქნება ისინიც მიიღებენ პარტიაში, მუშაობის საშუალება ექნებათ. მე პირადად მაგალითად, მომავალ პარლამენტში ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ, ამ ეტაპზე. ვნახოთ, დასაბუთება უნდა თუ რატომ და გააჩნია, როგორი პოლიტიკური ამინდი იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.