22-26 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს " SEAS BATUMI " უმასპინძლებს. ფესტივალი მომზადდა საერათაშორისო ორგანიზაცია INTERCULT -ის მიერ.
ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულები არიან ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი "კავკასია", ევროკომისია / DG განათლება და კულტურა, შვედეთის ინსტიტუტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კუტოტრების დეპარტამენტი.
თეატრალური წარმოდგენები დაგეგმილია, როგორც ბათუმის დრამატული და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე, ასევე ალტერნატიულ სივრცეებში, ბათუმის პორტში, ბულვარში, თეატრალურ ფოიეში და სხვა. თეატრალური წარმოდგენების გარდა, ფესტივალი მოიცავს სამუსიკო ხელოვნებას, გამოფენებს, ინსტალაციებს. სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულები იქნებიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები. ვორქშოპებს და ტრენიგებს გაუძღვებიან უცხოელი ხელოვანები.
4 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმს 12-მდე ქვეყნის 45-მდე უცხოელი საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული ხელოვანი ესტუმრება.