ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად საფრანგეთის სამხრეთით, ნორმანდიაში D-Day-ს, ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხმის 75 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ვეტერანებს ფრანგი ერის სახელით მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ნორმანდიაში ჩატარებულმა ოპერაციამ, 75 წლის წინ, შეცვალა მსოფლიოს მომავალი.
ცერემონია ნორმანდიაში, ამერიკულ სასაფლაოზე ჩატარდა, სადაც, დაახლოებით, 9,000 ამერიკელი ჯარისკაცია დასაფლავებული.
შეგახსენებთ, რომ 1944 წლის 6 ივნისს ინგლის-ამერიკის ჯარებმა ნორმანდიაში (საფრანგეთი) მეორე ფრონტი გახსნა, რამაც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში უდიდესი როლი შეასრულა.
D-Day-ს 75 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება დიდ ბრიტანეთში, პორტსმუთში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცელრი, ასევე ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, საბერძნეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ახალი ზელანდიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები.