საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მზად არის უკრაინის პრეზიდენტს, ოფიციალური სტატუსის გარეშე რჩევები მისცეს. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა.
"ჩვენ მართლაც გვქონდა კომუნიკაცია ტელეფონით. მე მას მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა გადავუხადე, წარმატებები ვუსურვე და ვუთხარი რომ არ ვაპირებდი რაიმე თანამდებობა მეთხოვა მისთვის. მაგრამ მზად ვარ მივცე რჩევები ყოველგვარი ოფიციალური სტატუსის გარეშე, თუ ამის საჭიროება გახდა. ზელენსკი ძალიან კომუნიკაბელური, უბრალო და მეგობრული ადამიანია",- წერს სააკაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დაუბრუნა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, მან უპასუხა, რომ "რა პირობაც დადო, შეასრულა".