კანადელმა მამაკაცმა, შემთხვევით, 49 წლის განმავლობაში ჩაკეტილი სეიფი ერთი მარტივი კომბინაციით გახსნა. სეიფი მრავალი წლის განმავლობაში კანადის პატარა ქალაქ ბუნსვიკის მუზეუმში ინახებოდა. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მის გახსნაში პროფესიონალების ჩართვისა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში დამცავი კოდის გამოცნობა ვერავინ მოახერხა.
სეიფში ძვირფასი არაფერი აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ქვითარი, რესტორნის ანგარიში და სენდვიჩი. თუმცა, მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით სეიფის ამდენი წლის შემდეგ გახსნა უტყუარ შთაბეჭდილებას ქმნის მაშინდელი ცხოვრების შესახებ.
ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა გამოთვალა სეიფის პირველ ჯერზე გახსნის ალბათობა და ეს 1/216,000-ია. შემთხვევით შეყვანილი კოდი, რომელმაც სეიფი გახნა, 20/40/60 იყო.
მუზეუმის ინფორმაციით, სასტუმრომ რომელმაც 1907 წელს მენეჯმენტი შეიცვალა, სეიფი ქალაქის მუზეუმს გადასცა.