საქართველოში ყურძნის 45 პროცენტი უკვე დაბინავებულია. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ყურძნის მოსავლის დაბინავება ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარეობს.
"ყურძნის მოსავლის 45 პროცენტი უკვე დაბინავებულია. რთველი 2010-ის წარმატებულად ჩატარება ხელისუფლებისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარომადგენს" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, სოფლის მერნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ 87 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, რომელსაც 20 ქარხანა ჩაიბარებს.