2010 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 8,4 პროცენტი შეადგინა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოშიც.
"საქსტატმა მეორე კვარტლის ეკონომიკური კვლევა დაასრულა და რეალურად შედეგი არის ის, რომ ზრდა არის 8,4 პროცენტი. რაც არის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი რეიგონში და შესაძლოა მსოფლიოშიც" - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, 2010 წლის 6 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6,5 პროცენტი შეადგინა, რაც მშპ-ს ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
"ზრდა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. მათ შორის ისიც, რომ 2009 წლის მეორე კვარტალში ცუდი მაჩვენებლები იყო და თავისთავად ამან გათვლებზე დიდი გავლენა იქონია. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის 6 თვეში გარზდილია ასევე ექსპორტის, ტურიზმის და უცხოური შემოდინებები. საუბარი მაქვს ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილ თანხებზე, რომლითაც საქართველოში სხვადასხვა პროექტები ფინანსდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.