"მის საქართველო 2010" დეა არაყიშვილი გახდა, რომელიც "მის მსოფლიოზე" საქართველოს ოქტომბერში წარადგენს. 20 წლის ლამაზმანი ათკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა და მას გარდამავალ დიადემასთან ერთად ავტომობილიც გადაეცემა.
"მის საქართველოს" 23 მონაწილე ჟიურის წინაშე სამ განსხვავებულ ფორმაში წარსდგა. კოქტეილის კაბები, საცურაო კოსტიუმები და სპორტული სამოსი - საკუთარი ფიზიკური მონაცემების დემონსტრირებას მისები ასე ცდილობდნენ.
სილამაზის კონკურსზე გამოვლინდა ასევე მის მეგობრობა, ინტელექტი, მომხიბვლელობა, ელეგანტურობა, გრაცია, ტელეგენურობა და ექსტრავაგანტურობა