21 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით
დაგეგმილ აუქციონზე 14 ობიექტის გასხვისებას შეეცდება.
იყიდება დმანისში, სოფელ განახლებაში, "ფშანის ტორფის საბადო", რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 წელია და მისი საწყისი ღირებულება 6 388,40 ლარს შეადგენს.
ჩხოროწყუში, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალზე "ოჩხომურის" ქვიშა-ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია, ობიექტის საწყისი ფასით 1 951,40 ლარადაა შეფასებული.
ასევე იყიდება მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მესტიაჭალაზე ქვიშა, ხრეშის საბადო ლიიცენზიის მოქმედების ვადა 1 წელი, საწყისი ფასით 1 723,40 ლარი.
გასსხვისდება ასევე ნინოწმინდაში, სოფელ ხანჩალში, "კატნატუს" ღორღის გამოვლინება, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელია და ობიექტის საწყისი ფასით 1 715,40 ლარს შეადგენს.
ზესტაფონში, სოფელ პირველ სვირში, მდ. ყვირილაზე "სვირის" ქვიშა, ხრეშის ამოვლინების, ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და მისი საწყისი ფასით 1 424,40 ლარია;
სხვისდება ასევე ხონში, სოფელ კონტუათში, მდ. ცხენისწყალზე, "ხონის" ქვიშა, ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და საწყისი ღირებულება 1 381,40 ლარია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შესული თანხა 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.