21-25 სექტემბერს საქართველოს იორდანიის მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრება.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 22 სექტემბერს დაგეგმილია იორდანელი ბიზნესმენების შეხვედრა ქართული კომაპნიების წარმომადგენელებთან. ასევე დაგეგმილია მათი პროდუქციის გამოფენის მოწყობა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში".
გამოფენის დროს შესაძლებელია მოხდეს ორმხრივი შეხვედრები იორდანელ ბიზნესმენებთან.