ბიზნესის დალუქვის გადაწყვეტილება უშუალოდ ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაში შევა. შესაბამისი ინიციატივით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.
"ბიზნესის დალუქვას ფაქიზად უნდა მოვეპყროთ და ამის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს ქვედა დონეზე, არამედ ეს უნდა ავიყვანოთ ფინანსთა მინისტრის დონეზე. სწორედ ფინანსთა მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს სწორია თუ არა ამა თუ იმ ბიზნესის დალუქვა", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, აღნიშნული ბიზნესის დალუქვის რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.