26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, რიო დე ჟანეიოში ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. ამის შესახებ იფნრორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქრისტეს ქანდაკება რიოსა და მთლიანად ბრაზილიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს შვიდ ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია და შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
26 მაისს, თურქეთში, სომხეთში და ლიეტუვაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ამ ქვეყნების ღირშესანიშნაობები.