ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მან საათსა და 24 წუთში ერთნაირი ანგარიშით,6:4, 6:4. მოუგო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას, რომელიც მსოფლიოს 84-ე ჩოგანია.
ჩოგბურთელები აქამდე პროფესიულ ტურში ერთხელ – ორი წლის წინ, სწორედ ლიონში, შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ცონგამ ნახევარფინალში მოუგო ქართველს და შემდეგ ტიტულიც მოიპოვა. ბასილაშვილმა, მეორე შეხვედრაში მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა.
პირველი სეტი უკეთ ცონგამ დაიწყო და თავიდანვე შეძლო ბრეიკით წინ გასვლა. ეს აღმოჩნდა ბასილაშვილის ერთადერთი ჩავარდნა საკუთარ მოწოდებაზე, ამის შემდეგ ფრანგი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა. რაც შეეხება ბასილაშვილს, მან მესამე და მეშვიდე გეიმებში თითო ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო და სეტებში წინ გავიდა.
ბასილაშვილის მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმისა და ამერიკელი სტივ ჯონსონის მატჩში გაირკვევა.