ბელგიაში, 56 წლის მსახიობის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბავშვების პრონოგრაფიის გადაღება, შენახვასა და გავრცელებაში ედება ბრალი, არასაკმარისი მოსამართლეების გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცას The Brussels Times-ი ავრცელებს.
ბრალმდებელის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი უკმაყოფილოა.
„არ მესმის რა პრობლემაა ცივილიზებულ ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობის მოსამართლეების არსებობის“,- აღნიშნა ოჯახის წარმომადგენელმა, რომლის 5 წლის ბავშვიც, სავარაუდოდ, ბელგიელმა მსახიობმა პორნოგრაფიულ ფოტოებში გადაიღო.
გადადებული სასამართლო სხდომა სავარაუდოდ 12 ივნის, ანტვერპში გაიმართება.