სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას, პრემიერ მინისტრსა და სეიმის სპიკერს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ, ლატვიურმა გამოცემა “Latvijas Avīze”-მ ჩაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორი პრეზიდენტი სურს რომ იყოს ასე უპასუხა:
„ამ შეკითხვაზე პასუხი უმარტივესია, თუმცა რთულად მისაღწევი. მოკლედ რომ ვთქვათ, მე პირველი ქართველი ქალი პრეზიდენტი ვარ და მინდა ვიყო იმ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სრულად იქნება ევროპაში ინტეგრირებული. პატივისცემით უნდა გავიხსენო თქვენი ექსპრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, რომელმაც ლატვია თავის საპრეზიდენტო ვადაში ევროკავშირსა და ნატოში გააწევრა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა “Latvijas Avīze”- ინტერვიუში.