ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გეგმავს, შეხვდეს პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. შეხვედრა თეთრ სახლში 12 ივნისს გაიმართება.
„ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონსა და ვარშავას შორის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული ურთიერთობის მეტად გაღრმავების სურვილს, მით უფრო მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავის ფონზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესკომუნიკეში.
კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყანა იზეიმებს პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავსა და კომუნიზმის დამხობის 30 წლისთავს.
პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ასევე იმსჯელებენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ვაჭრობის საკითხებზე.