საქართველო ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა.
ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა.
ევროვიზიის ფინალში კი გადავიდნენ საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო და სლოვენია.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა.
კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.