ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ირანს, მიუხედავად დაძაბულობისა და ბირთვული პროგრამის საკითხთან კრიტიკული შეუთახნმებლობისა, აშშ-სთან ომი არ ექნება. აღნიშნული განცხადება ხამენეიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
ხამენეის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს აშშ-სთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებას.
„ჩვენ არ გვსურს ომი. ირანელმა ხალხმა დაპირისპირების სხვა გზა აირჩია“, - განაცხადა ხამენეიმ.
როგორც ცნობილია, აშშ-მა 2018 წლის 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანას გეგმავს და მის მყიდველებს მოუწოდებს უარი თქვან ირანის ნავთობის შეძენაზე.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
შეზღუდვები შეეხება ყველა სექტორს, რომელიც მეტალურგიით არის დაკავებული.
სანქციებით ირანი შემოსავლებს დაკარგავს პროდუქცის ექსპორტისგან, რომელიც უკავშირდება რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის წარმოებას.
საუბარია შემოსავლებზე, რომლიც შესაძლებელია რეგიონში გამოყენებული იყოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, ტერორისტული დაჯგუფებების დაფინასების, აგრესიული ქმდებებისა და სამხედრო ექსპანსიისთვის.