ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, არ დაუშვას თბილისი პრაიდი მიერ ორგანიზებული "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება, რადგან საზოგადოების მხრიდან მიიღებენ მწვავე რეაქციას.
"თუ ისინი არ გააუქმებენ სიბილწის დემონსტრაციის მხარდაჭერის მცდელობას, მაშინ ხალხი ამას უარყოფს და ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაქცია ჩვენი საზოგადოების მხრიდან.
ყოველ ჯერზე როდესაც ცდილობენ, ჩვენ მოგვახვიონ თავს უცხო, ბილწი, ჩვენი ტრადიციებისათვის მიუღებელი ტერმინოლოგია, პრაქტიკები, უსირცხვილობის და არაკაცობის აღლუმები, ჩვენი ხალხი ყოველ ჯერზე მკაცრად უარყოფს ამას და იგივე იქნება ახლაც.
მე უბრალოდ გავაფრთხილე ჩვენი ხელისუფლება, რომ არ გააკეთონ ეს და არ დაიმსახურონ ის რისხვა, რომელსაც მიიღებენ თუ არ დაიხევენ უკან", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება მიმდინარე წლის 18 - 23 ივნისს იგეგმება.