დასკვნა არის, ამათ უნდათ ჩვენი ხეობის აყრა, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის შენობის წინ განაცხადა. მისი თქმით,
როგორც მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, „გიჟი ყოფილა მეუღლე, თუ ტელეფონით რამეს გეგმავდა“.
„რა ტერორისტული აქტი? ეს აქტი არ მოაკლდეს ამის გამავრცელებლებს და ამის მომგონს. ეგ თუ იტყოდა თავისი შვილის მკვლელს არ აპატიებს, მაგალითად მეც არ ვაპატიებ, ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ ამის გამო? მათ ძალიან სწყურიათ ეგ ტერაქტები და ძალიან გაახშირეს ამათ ტერორისტული და ტერორისტობა. რატომ აკეთებენ ჩვენ მიმართ ასეთ საზიზღრობებს და ასეთ სისაძაგლეებს. ჩვენი აყრა უნდათ ხეობიდან. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს. დასკვნა არის, ამათ უნდათ ჩვენი ხეობის აყრა. მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა მეუღლე, თუ ტელეფონით რამეს გეგმავდა, როცა იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება“, – განაცხადა მარგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა სუს-მა გამოავლინა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მორის მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.