ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება.
20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 450 ადამიანია დასაქმებული.
სახურავის მემბრანის გადახურვის სამუშაოების 90 % უკვე დასრულებულია.
სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნენ.
ამ ეტაპზე ფასადის არქიტექტურილი მემბრანის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის 40% უკვე დასრულებულია. შიდა მოპირკეთების სამუშაოები ხორციელდება. საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟის 90% დასრულებულია
უახლოეს პერიოდში სკამების მონტაჟისთვის ტრიბუნების მომზადება, მინდვრის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები,განათება-გახმოვანების სისტემის დამონტაჟება დაიწყება.