ჩრდილეოთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 21 აპრილს ჩატარდა.
შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო.
მეორე ტურში ერთმანეთს სტევკო პენდაროვსკი და გორდანა სილჯანოვსკა-დარკოვა უპირისპირდებიან
სტევკო პენდაროვსკი - პროდასავლური კანდიდატი. ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კოორდინატორი. მხარდაჭერილია მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ. ის სხვადასხვა დროს ქვეყნის ორი პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის აქტიური მხარდამჭერი იყო ქვეყნის სახელწოდების ცვლილებისა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის დიდ დახმარებას გაუწევდა.
გორდანა სილჯანოვსკა-დარკოვა - 63 წლის პროფესორი, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი. დარკოვა დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას მხარს უჭერს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული პარტია. გამარჯვების შემთხვევაში გორდანა დავკოვა ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
პრეზიდენტის უფლებამოსილება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში მეტწილად ფორმალურია, მაგრამ ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და ხელს აწერს კანონებს.