ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ მეგობრები და პარტნიორები და გადავწყვეტთ საკითხს ისე, რომ სიტუაცია დარეგულირდეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავით გარეჯის მონასტრის ინციდენტთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„მე ძალიან კარგად მესმის, რომ ქართველისთვის ეს არის ძალიან ემოციური საკითხი. მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შევიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ მეგობრები და პარტნიორები და გადავწყვეტთ საკითხს ისე, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, - განმარტავს პრემიერმინისტრი.
მისი თქმით, შეიქმნება კომისიას, რომელშიც შევა ყველა უწყების წარმომადგენელი და დავიწყებით დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს.
„ჩვენ შევქმნით კომისიას, რომელშიც შევა ყველა უწყების წარმომადგენელი და დავიწყებით დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს. ეს პროცესი არის საკმაოდ რთული, დროში ტევადი და მანამდე სანამ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, გადაადგილების ჩვეულებრივი პრაქტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.