ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შესაძლოა, უახლოეს დღეებში ბრექსიტის დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასთან - განაცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა Reuters-თან საუბრისას.
კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, წამყვანი მინისტრები მოუწოდებენ ტერეზა მეის კომპრომისს მიაღწიოს ლეიბორისტებთან, მას შემდეგ რაც ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.
კონსერვატორებმა ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში 1332 ადგილი დაკარგეს. 81 ადგილი დაკარგეს ლეიბორისტებმა.
მმართველი პარტიის მიმართ ამომრჩეველთა იმედგაცურება მეტწილად დაკავშირებულია ტერეზა მეის მთავრობის მიერ ბრექსიტის შეთანხმების მიუღწევლობაში.
არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი მონაწილე ტერეზა მეის უყვიროდა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსიტის შეთანხმების დოკუმენტი პარლამენტარებმა სამჯერ ჩააგდეს. რის გამოც ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვა.
ევროკავშირიდან გამოსვლის ბოლო ვადა 2019 წლის 31 ოქტომბერია. თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, ბრიტანეთი ევროკავშირს ავტომატურად დატოვებს.