სიკვდილით დასჯა - კანონით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის სახით ადამიანის სიცოცხლით მოსპობა.
დღესდღეობით, სასჯელის ამ უმაღლეს ზომას დაახლოებით 50 ქვეყანა იყენებს, მათ შორის არის ირანი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ერაყი და სხვა.
რამდენიმე ათეულ სახელმწიფოში კანონმდებლობ სასჯელის სახით ადამიანის სიცოცხლით მოსპობას ითვალისწინებს, თუმაც მას პრაქტიკაში არ იყენებენ. ასეთი ქვეყნებია: რუსეთი, ტაჯიკეთი, პაპუა ახალი გვინეა, ალჟირი, მაროკო, შრი ლანკა და სხვა.
ბელარუსი ბოლო ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება.
ჩინეთში სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ხშირად მოჰყავთ. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა, შესაბამისად, განაჩენის აღსრულების მასშტაბები უცნობია.
აშშ ერთადერთი დასავლური ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯის კანონი 31 შტატში მოქმედებს.
საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა.
წითლად არის აღნიშნული ქვეყნები, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს