ცნობილმა პოპმომღერალმა ფერჯიმ, კომპანია "ეივონთან" ერთად, ახალი სუნამო, ფერჯის სახელობითი " Outspoken"-ი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 18 სექტემბერს გაიმართება.
"პარფიუმ " Outspoken"- ესაა სუნამო ქალბატონებისთვის, რომლებმაც იციან, რა სჭირდებათ და ამას თამამად გამოხატავენ", - აღნიშნავს პოპმომღერალი.
მომღერალი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება კოსმეტიკური კომპანია "ეივონის" დამსახურებით მოხერხდა. შესაბამისად, სუნამო ბაზარზე ექსკლუზიურად "ეივონის" კატალოგების მეშვეობით იქნება წარმოდგენილი.
"სწორედ "ეივონის" საშუალებით მოვახერხე სხვა მხრივაც დავრწმუნებულიყავი ჩემი შემოწმედებით შესაძლებლობში. უცვლელი დარჩა მხოლოდ ჩემი მუსიკის შესაბამისობა სუნამოსთან, რომელსაც უკვე გააჩნია თავისი ისტორია და საკუთარი "მე", - აცხადებს მომღერალი.
ეივონი პირდაპირი გაყიდვების წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს.