"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების ფეისბუკის გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებენ.
"არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, ასაკს, წარმომავლობას, პროფესიას, განათლებას, ორიენტაციას…თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა: გამოდი თანასწორობისთვის! გამოდი თავისუფლებისთვის! გამოდი სოლიდარობისთვის! გამოდი უსაფრთხოებისთვის! გამოდი სიყვარულისთვის!", - წერენ ორგანიზატორები ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება მიმდინარე წლის 18 - 23 ივნისს იგეგმება.