მარსმავალ InSight-ის „რობოტულმა ხელმა“ მარსზე მზის დაისისა და აისის ფოტოები, 24 და 25 აპრილს გადაიღო. ფოტოები, მარსის დროით დილის 5:30-სა და საღამოს 6:30 წუთზეა გადაღებული.
InSight-მა, მზის ამოსვლისას, მარსის ცაზე ღრუბლების მოძრაობაც გადაიღო.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც InSight-მა მარსის დღის ამსახველი სხვადასხვა მონაკვეთის ფოტოები გადაიღო.
ტრადიციად იქცა მარსზე მზის ჩასვლისა და ამოსვლის ამსახველი ფოტოების გადაღება - განაცხადა ჯასტინ მაკიმ, NASA-ს Jet Propulsion Laboratory-ის ფოტო და ვიზულური ინჟინერიის ხელმძღვანელმა.
პირველი მისია, რა დროსაც ვიკინგ 1-მა მარსზე მზის ამოსვლის ამსახველი ფოტო გადაიღო, 1976 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა. შემდგომ, მსგავსი შინაარსის ფოტოები, 1978 წელს ვიკინგ 2-მა, 2008 წელს სპირიტმა, მარსმავალმა ოფორთუნითმა და კურიოსიტმაც გადაიღეს.