სერბეთში ქალაქ უჟიცეს პოლიციამ, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დაკავა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი სახლებში შესასვლელად კარს სპეციალური იარაღებით აღებდნენ და ოქროულობას, ფულსა და ტექნიკას იპარავდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი, მოპარული ნივთები. ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატროში გადაიყვანეს.