რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქია უერთდება.
„ქალაქ რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის, გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეპარქია მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს, მიმდინარე წლის 2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს საღამოს, 17:00 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად, სოლიდარობისთვის მობრძანდეს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე”, – აღნიშნულია ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.