30, 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს, სტიქიამ კახეთის რეგიონს 7 მლნ 865 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტად ყვარლის რაიონი დაზარალდა. ზარალის ოდენობამ სულ 3 მლნ 638 ათასი ლარი შეადგინა. ბევრ სოფელში საერთოდ განადგურდა, ხოლო ზოგან დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ძირითადად ნაპირსამაგრი გაბიონები და სასმელი წყლის სათავე ნაგებობები. დატბორილია 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები. ამ მიმართულებით ზარალი 1 398 000 ლარია.
695 ათასი ლარით დაზარალდა ახმეტის რაიონი. დაზარალებულია 75 ოჯახი. აღსადგენია ახმეტა - თიანეთის გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი და ქალაქ ახმეტის წყალსადენის სათავე ნაგებობა; 1 270 000 ლარის ზარალი მიიღო გურჯაანის რაიონმა. დაზარალებულია 147 ოჯახი; 1 232 000 ლარით დაზარალდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დაზარალებულია 300 ოჯახი. 1 030 000 ლარის ზარალი მიადგა თელავის რაიონს. დაზარალებულია 150 ოჯახი.