ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან ინფორმაციის გაჟონვის გამო გაათავისუფლეს.
გამოძიება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მას შემდეგ დაიწყო, რად ბრიტანულმა გამოცემამ Daily Telegraph-მა გამოქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ რა რისკებს შეიცავდა მთავრობის შესაძლო გარიგება Huawei-სთან.
Huawei-ს ბრიტანეთში 5G-ს ქსელის გამოყენების უფლების მოპოვება სურდა, რაზეც მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამდნენ.
ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ნდობა დაკარგა თავდაცვის მინისტრის შესაძლებლობებისადმი, ემსახურა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში.
გევინ უილიამსონი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა Huawei-ს ჩინურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.