ბათუმის ბულვარში ველობილიკის სარემონტო-სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიხედვით, მოწესრიგდება და შეიღებება 5100 გრძ.მეტრი ველოტრასა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მონოლითური ბეტონის დაზიანებული საფარის სრულად აღდგენა და ფეხით მოსიარულეთა გადასვლელებზე საგზაო მარკირებების მონიშვნა. სამუშაოები ქანდაკება „ალი და ნინო”-დან დაიწყო და ახალი ბულვარის ჩათვლით განხორციელდება.
ტურისტულ სეზონზე მოწესრიგებული საველოსიპედო ბილიკი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იქნება გადაადგილებისათვის.
ველობილიკის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 246`171-ლარი დაიხარჯება.