დღეს, 30 აპრილს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ დაასრულა 30 წლიანი მმართველობა და ტახტი ოფიციალურად დატოვა. ხვალიდან იაპონიის სამეფო ტახტზე ავა აკიჰიტოს უფროსი ვაჟი, პრინცი ნარუჰიტო.
იმპერატორი აკიჰიტო, მემკვიდრეობის ტრადიციული ათვლით 125-ე იმპერატორად ტახტზე ავიდა 1989 წელს და ამჟამად მსოფლიოს ერთადერთი მმართველი მონარქია იმპერატორის ტიტულით.