ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე მზადაა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს ჩაენაცვლოს.
ამ წინადადებით თორთლაძემ დღეს ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ერგნეთის საგუშაგოდან მიმართა.
"მინდა მიმართო ცხინვალის რეჟიმს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს,
დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნას ტირძნისიდან გატაცებული ქართველი მოზარდები. მზად ვარ, ჩავენაცვლო მათ ან მომცენ საშუალება ვინახულო ისინი და დავრჩე ბავშვებთან იქამდე, ვიდრე სახლებში არ დაბრუნდებიან", - მიმართა თორთლაძემ სეპარატსიტებსა და ოკუპანტებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისიდან 4 ნოემბერს გატაცებული ბავშვები ისევ სეპარატისტთა ტყვეობაში რჩებიან.