ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გააკრიტიკეს თავისი განცხადების გამო, სადაც მან თქვა, რომ „ბრაზილია არ უნდა გახდეს გეი ტურიზმის სამოთხე“. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
“თუ თქვენ გსურთ ჩამოხვიდეთ და გქონდეთ სექსი ქალთან, რატომაც არა, მაგრამ ბრაზილია არ შეიძლება იყოს გეი სამყაროს და გეი ტურიზმის ქვეყანა. ჩვენ ოჯახები გვყავს“, - განაცხადა ბოლსონარომ.
ბრაზილიის ლგბტქ საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის ამ განცხადებას შეშფოთება მოჰყვა.
რიო დე ჟანერიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის დევიდ მირანდას განცხადებით, ჟაირ ბოლსონარო „არ არის სახელმწიფოს მეთაური, ის არის ეროვნული სირცხვილი“.
ბრაზილიის პრეზიდენტი ცნობილია თავისი ჰომოფობიური განცხადებებით. ერთ-ერთი ინტერვიუში მან თქვა, რომ ურჩევნია მისი შვილი მკვდარი იყოს, ვიდრე გეი.